Saturday, May 30, 2015

5 დღის რეფლექსია.

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით... კერძოდ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.ასევე ვიმუშავეთ ჩეკლისტებზე.

4 დღის რეფლექსია

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის? ამ დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე, ასევე ავღნიშნეთ რომ ტექნოლოგიებით სწავლება მოსწავლეებს მოსწონთ და გვეხმარება მოსწავლეა ობიექტურ შეფასებაზე. 

3 დღის რეფლექსია.

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…21-ე საუკუნის მოსწავლეებისათვის უფრო საინტერესო და მისაღებია კომპიუტერით სწავლება რაც დაგვეხმარება მოსწავლეებთან საჭირო უნარ-ჩვევების უკეთ განვითარებაში.

Wednesday, May 6, 2015

1. მოდულის რეფლექსია.

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,დავრწმუნდი რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეებში აუცილებელია 21-ე საუკუნის მოსწავლეებისათვის.

2. მოდულის რეფლექსია.

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით..დეტალურად განვიხილეთ 3სახის შეკითხვები ზოგადი შინაარსობრივი და თემატური.დავაკავშირეთ ჩვენი მიზნები სტანდარტებტან და ინდიკატორებთან.